ირაკლი ალასანია სრულიად საქართველოს და ყველა ჯარისკაცს ბარბარობის დღესასწაულს ულოცავს

ირაკლი ალასანია სრულიად საქართველოს და ყველა ჯარისკაცს ბარბარობის დღესასწაულს ულოცავს

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია სრულიად საქართველოს და ყველა ჯარისკაცს ბარბარობის დღესასწაულს ულოცავს.

ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებული მიმართვაშია აღნიშნული.

“სრულიად საქართველოს, ყველა ჯარისკაცს, თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის თანამშრომლებს, ბარბარობის დღესასწაულს ვულოცავ. წმინდა ბარბარე ბავშვების მფარველიცაა. ამ დღეს ვულოცავ ყველა პატარას და განსაკუთრებით ქართველი სამხედროების შვილებს.  გისურვებთ ერთიან საქართველოში ცხოვრებას, კეთილდღეობას და ყოველივე საუკეთესოს" - აცხადებს თავდაცვის მინისტრი