ბაქრაძე: „საერთო სასამართლოების შესახებ“ პროექტი დაჩქარებული წესით არ უნდა განიხილოთ

ბაქრაძე: „საერთო სასამართლოების შესახებ“ პროექტი დაჩქარებული წესით არ უნდა განიხილოთ

საპარლამენტო უმცირესობა მიიჩნევს, რომ პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით არ უნდა განიხილოს.

როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე უმცირესობის ლიდერმა,  დავით ბაქრაძემ განაცხადა, ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტს აქვს მოსაზრება, რომ პარლამენტმა ეს პროექტი, დაჩქარებული წესით არ განიხილოს და პაკეტთან დაკაშირებით, უწყება  ვენეციის კომისიის რეკომენდაციას დაელოდოს.

 „ეს პირველი რეკომენდაციაა ახალი ხელისუფლების მიმართ და არგუმენტს ვერ ვხედავ, თუ რატომ უნდა გავაწბილოთ საერთაშორისო პარტნიორები. ამ  პაკეტს ორი თვით ადრე მიიღებთ თუ პირიქით, გვიან ამაში დიდი განსხვავება არ არის. არ ვსაუბრობთ იმაზე, ეს პროექტი კარგია თუ ცუდი, არამედ საუბარია იმაზე, რომ მათ რჩევას გავუწევთ თუ არა ნაგარიშს და ჩემი პოზიციაა, რომ უნდა გავუწიოთ და პაკეტი დაჩქარებული წესით არ განიხილოთ“, - განაცხადა ბაქრაძემ.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესი განისაზღვრება. ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებისა და მდივნის არჩევას უზრუნველყოფს მოსამართლეთა კონფერენცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გარეშე. ამასთან, ერთი და იმავე პირი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრდა არ შეიძლება გამწესდეს ზედიზედ ორჯერ, გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა. ამას გარდა, მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულ კომიტეტს უხელმძღვანელებს არა უზენაესი სასამართლოს ტავმჯდომარე, არამედ მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული პირი. ასეე პროექტით ხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გამიჯვნა სადისციპლინო კოლეგიის წევრებისაგან. ამასთან, ცვლილებებით, უზრუნველყოფილია სასამართლო სხდომების მეტი გამჭირვალეობა და საზოგადოებისათვის სხდომაზე განხორციელებული ვიდეო/აუდიო ჩანაწერების ხელმისაწდომობა.