NDI: უმრავლესობა ყველაზე უფრო ირაკლი ალასანიას, თეა წულუკიანის და სოზარ სუბარის მინისტრებად დანიშვნას ეთანხმება

NDI: უმრავლესობა ყველაზე უფრო ირაკლი ალასანიას, თეა წულუკიანის და სოზარ სუბარის მინისტრებად დანიშვნას ეთანხმება

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე უფრო თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის და სასჯელაღსრულების მინსტრის სოზარ სუბარის მინისტრებად დანიშვნას ეთანხმება.

კითხვაზე, „ეთანხმებით თუ არა შემდეგი მინისტრების დანიშვნას", პროცენტული მაჩვენებლები შემდეგნაირად გადანაწილდა - ირაკლი ალასანიას თადაცვის მინისტრად დანიშვნას გამოკითხულთა 72% ეთახმება, თეა წულუკიანის - 70%, სოზარ სუბარის - 66%, მაია ფანჯიკიძის - 66%, ირაკლი ღარიბაშვილის 63%, ნოდარ ხადურის - 59%, ლევან ყიფიანის - 57%, დავით სერგეენკოს - 53%, გიორგი მარგველაშვილის ასევე 53%, გურამ ოდიშარიას - 52%, კახა კალაძის - 52%, დავით კირვალიძის - 51%, პაატა ზაქარეიშვილის - 48%, გიორგი კვირიკაშვილის - 47%, დავით ნარმანიას - 44%, ალექსი პეტრიაშვილის - 44%, დავით დარახველიძის 43%, ხათუნა გოგალაძის - 43%, დასაქმების მინისტრის კახა საკანდელიძის - 43%, კოტე სურგულაძის - 42%.

აღნიშნული საზოგადოებრივი აზრის კვლევის საველე სამუშაოები 14-25 ნოემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 1 947 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.