პატრიარქი გამოკითხულთა 93%-ს მოსწონს

პატრიარქი გამოკითხულთა 93%-ს მოსწონს

NDI-ის კვლევის თანახმად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გამოკითხულთა 93%-ს მოსწონს. აღნიშნული კვლევის პრეზენეტაცია, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ქართული ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ წარმოადგინა.

აღნიშნული საზოგადოებრივი აზრის კვლევის საველე სამუშაოები 14-25 ნოემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 1 947 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.