იაპონიის ხელისუფლებაში ლიბერალ-დემოკრატები დაბრუნდნენ

იაპონიის ხელისუფლებაში ლიბერალ-დემოკრატები დაბრუნდნენ

 იაპონიის ხელისუფლებაში ლიბერალ-დემოკრატიული პარტია დაბრუნდა ,მათ  იაპონიაში კვირას გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობა მოიპოვეს. იაპონიის პრემიერმინისტრად ლიბერალ-დემოკრატ სინძო აბეს პარლამენტი 26 დეკემებერს დაამტკიცებს.

„იაპონელი ხალხი თხოულობს ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას, ბევრი მათგანი ხელფასების მომატებას ელოდება. ახალგაზრდა თაობა თავის მომავალზე ღელავს-შეძლებენ თუ არა ისინი სამსახურის შოვნას?იმედი მაქვს, რომ ჩვენი პირველი ამოცანა ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა იქნება“,-განაცხადა აბემ  პრესკონფერენციაზე.

იაპონიის ხელისუფლებაში მყოფმა დემოკრატებმა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დიდი მარცხი განიცადეს,მათ პარლამენტში მხოლოდ 40 ადგილის მოპოვება შეძლეს. მოქმედმა პრემიერმა  იოსიხიკო ნოდამ გადადგომის შესახებ არჩევნების დამთავრებისთანავე განაცხადა.