დავითაშვილის ინიციტივას კუბლაშვილი მხარს უჭერს ფოფხაძე - არა

დავითაშვილის ინიციტივას კუბლაშვილი მხარს უჭერს ფოფხაძე - არა

საპარლამენტო უმრალესობის ერთ-ერთი ლიდერის, კობა დავითაშვილის მიერ „სისხლის სამართლის კოდექსში“ მომზადებულ ცვლილებებს იუსტიციის სამინისტრო, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი არ ეთანხმებიან.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე, „სისხლის სამართლის კოდექსის“ 169-ე მუხლზე იმსჯელეს, რომლის თანახმად, სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნა, სამუშაოს საკუთარი ინიციატივით დატოვების იძულება, სამუშაოზე აღდგენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან შრომის კანონმდებლობის სხვა არსებითი დარღევევა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე, თანანმდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, სანდრო ბარამიძის განცხადებით, ეს ნორმა სახიფათოა, რადგან კანონმდებლობით იძულება ისედაც დასჯადი ქმედებაა.

ბარამიძის მსგასად, ცვლილებას არც უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე არ ეთანხმება.

რაც შეეხება უმცირესობას, აღნიშნულ ცვლილებებს პავლე კუბლაშვილი მხარს უჭერს.