დღეს გიორგი ბარათელთან პროკურორი შედის

დღეს გიორგი ბარათელთან პროკურორი შედის

გლდანის N8 საპყრობილეში, გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდბეულ გიორგი ბარათელთან მისი უფლებების დამცველი, ადვოკატი მამუკა ნოზაძე უკვე შევიდა. პირველის ნახევარზე მსჯავრდებულთან პროკურორიც შევა. ბარათელის გამოკითხვა სავარაუდოდ რამდენიმე საათი გაგრძელდება.

ორი თვის წინ - 2012 წლის 18 ოქტომბერს, ორთაჭალის N1 საპყრობილეში მყოფმა ბარათელმა განაცხადა, რომ გურამ შარაძე მას არ მოუკლავს. 23 ოქტომბერს მთავარ პროკურორს განცხადებით მიმართა და დაკითხვა მოითხოვა. იქიდან მოყოლებული დღემდე მთავარ პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროში იგივე მოთხოვნებითა (და ახალი მტკიცებულებებით) არაერთი განცხადება შევიდა, როგორც ბარათელის უფლებების დამცველი ადვოკატის, ისე, ჩემი, for.ge-ს კორესპონდენტის.

27 ნოემბერს ორთაჭალის N1 საპყრობილის N19 საკანში, ამავე საპყრობილის დირექტორის განმარტებით, ბარათელს კბილის ჯაგრისზე დამაგრებული ლურსმანი “აღმოუჩინეს“, რომელიც თურმე თანასაკნელს შეურჭო. 28-ში ბარათელი გლდანის N8 საპყრობილეში გადაიყვანეს და მისივე თხოვნით სამარტოო საკანში მოათავსეს.

მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. სამი დღის შემდეგ, 30 ნოემბერს სასჯელაღსრულების მინისტრმა განმარტა, რომ ეს ლურსმანი კი არა, ლურსმნის ფორმით წათლილი კბილის ჯაგრისი იყო. ამ ფაქტთან დაკავშირებით ბარათელი ჯერ არ დაუკითხავთ.

ციხეების მონიტორინგის ჯგუფის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე ბარათელის მოსანახულებლად, მსჯავრდებულის უფლებების დამცველ ადვოკატთან, მამუკა ნოზაძესთან ერთად ბარათელთან 30 ნოემბერს იმყოფებოდა.

ამავე დღეს გიორგი ბარათელმა ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების სახელზე გამოგზავნილ ღია წერილში ლურსმნის თუ წათლილი კბილის ჯაგრისის ამბავს პროვოკაცია უწოდა და განმარტა, თუ რატომ არ შეიძლებოდა ჰქონოდა მას საკანში აკრძალული ნივთი. ბარათელმა ღია წერილში დაკითხვა კიდევ ერთხელ მოითხოვა და ამაში საზოგადოებას დახმარება სთხოვა.

ამ მიმართვის შემდეგ ციხეების მონიტორინგის ჯგუფიდან გია თევაზაძე ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც ბარათელი მოინახულა.

საბოლოოდ რამ იმოქმედა - თავად ბარათელის განცხადებებმა, მისი ადვოკატის აქტიურობამ, გარკვეული, თითზე ჩამოსათვლელი მედიასაშუალებებისა, ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების აქტიურობამ, კეთილი ადამიანების ჩარევამ თუ ყველაფერმა ერთად, ძნელი სათქმელია. მთავარი ისაა, რომ დღეს გიორგი ბარათელი პროკურორთან ოფიციალურად დააფიქსირებს როგორ დააკავეს, როგორ დაჭრეს, როგორ სცემეს, აწამეს და როგორ სთხოვდნენ გურამ შარაძის მკვლელობის აღიარებას მაშინ, როცა ის ჯერ კიდევ ცოცხალი