დღეს, 17 დეკემბერს, თიბისი ბანკი 20 წლის ხდება! (R)

დღეს, 17 დეკემბერს, თიბისი ბანკი 20 წლის ხდება! (R)

ამასთან დაკავშირებით, დაგეგმილია სადღესასწაულო ღონისძიებები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება:

პროგრამა

13:00  - პრეს-კონფერენცია თიბისი ბანკის სათავო ოფისში (მარჯანიშვილის 7; II სართული).  თემა „20 წლისთავზე თიბისი ბანკის კაპიტალი 25 მილიონი ლარით, ხოლო საერთაშორისო საკრედიტო ხაზები 33 მილიონი ლარით იზრდება“!  

 18:30  -  თიბისი ბანკის საიუბილეო კინოპროექტის ფარგლებში შექმნილი ქართული მხატვრული ფილმის  „20/12“ პრემიერაკინოთეატრში „რუსთაველი“ და „ამირანი“.

 21:30  -  საზეიმო კონცერტი ღია ცის ქვეშ მუსიკალური პრემიერებითა და საშობაო ჰიტებით (მარჯანიშვილის ქ. 7, თიბისი ბანკის სათავო ოფისის წინ)

 23:00  -  თიბისი ბანკის საჩუქარი ქალაქს - ახალი ქანდაკების საზეიმო გახსნის შოუ! (გალაკტიონის ხიდსა და ყოფილი ელბაქიძის დაღმართს შორის არსებული ახალი მოედანი)