დავით დარჩიაშვილი: არ მაქვს მოლოდინი, რომ შეხვედრის  შედეგები ხელშესახები  იქნება

დავით დარჩიაშვილი: არ მაქვს მოლოდინი, რომ შეხვედრის შედეგები ხელშესახები იქნება

უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, დავით დარჩიაშვილის შეფასებით,  რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრის შედეგი, ხელშესახები არ იქნება.

„ეს იყო შეხვედრა, რომლის შედეგები არავინ იცის. არ მაქვს მოლოდინი, რომ შეხვედრის  შედეგები ხელშესახები  იქნება, ანუ ივლიან, შეხვდებიან პერიოდულად და რას მოიტანს ეს, დადებითი კუთხით, მართალი გითხრათ, მიჭირს თქმა.  როგორც ითქვა და გაკეთდა კომენტარები,  ჩვენი ეროვნული ინტერესი, რუსეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ ხედვასთან,  არანაირ თანხვედრაში არ მოდის.

შესაბამისად,  გამიჭირდება, რომ უახლოეს თვალსაწიერ პერსპექტივაში, რაიმე ხელშესახები დავინახო, ქვეყნის ინტერესების რუსეთის მხრიდან, გათვალისწინების თვალსაზრისით“, - განაცხადა დარჩიაშვილმა და დასძინა, რომ „ვერანაირ შედეგს ვერ ველოდები,  თუკი ჩვენ ეროვნული ინტერესების შესახებ, ხმამაღლა ვისაუბრებთ“.