საგამოძიებო სამსახურმა  შპს „ტაოს“ ხელმძღვანელის დაკავებაზე ოფიციალური  ინფორმაცია გაავრცელა

საგამოძიებო სამსახურმა შპს „ტაოს“ ხელმძღვანელის დაკავებაზე ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძოებო სამსახურმა შპს „ტაოს“ ხელმძღვანელის,  ლევან თუმანიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ თუმანიშვილის უშუალო ხელმძღვანელობით საწარმოს თანამშრომლები სამცხე-ჯავახეთის ტყის უბნებში უკანონოდ ჭრიდნენ ხე-ტყეს და მწვანე ნარგავებს, რის შემდეგაც, მოპოვებული ხე მასალა მიჰქონდათ აღნიშნული პირის კუთვნილ გადამამუშავებელ საამქროში. გამოძიების თანახმად, ამ კანონსაწინააღმდეგო ქმედებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 150 000 ლარით განისაზღვრა.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ თუმანიშვილი მოპოვებული სამასალე მერქნის რეალიზაციის დროს, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების გზით, სისტემატურად ზრდიდა მიღებული შემოსავლების ხარჯებს, რითაც თავს არიდებდა სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების გადახდას.

მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 303 – მუხლის პირველი ნაწილით და 210 – ე მუხლის მეორე ნაწილით.