პარლამენტის დელეგაციამ  გერმანიაში პირველი ოფიციალური შეხვედრა დაასრულა

პარლამენტის დელეგაციამ გერმანიაში პირველი ოფიციალური შეხვედრა დაასრულა

ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაციამ  გერმანიაში პირველი ოფიციალური შეხვედრა დაასრულა.

დელეგაციაში ძირითადად, კომიტეტის თავმჯდომარეები შედიოდნენ. დელეგაციას  კი, ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე ხელმძღვანელობდა.

როგორც ვიზიტის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის  ერთ-ერთმა ლიდერმა,  ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის, ერთობლივი შეხვედრები ძალიან მაღალ დონეზე გაიმართა.

„ეს იყო პირველი ოფიციალური გასვლითი პროგრამა, საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტისა. შეხვედრისას კონსულტაციები იყო თანაცხოვრებაზე, კოჰაბიტაციაზე, ევროკავშირსა და ნატოში ჩვენი ქვეყნის  ინტეგრაციაზე  და ყველა იმ საკითხებზე,  რომლებიც საქართველო  ევროპის ურთიერთობას ეხება“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.