გია ხუხაშვილი: საზოგადოებრივ მაუწყებელში პიროვნული როტაცია სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი არ არის

გია ხუხაშვილი: საზოგადოებრივ მაუწყებელში პიროვნული როტაცია სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი არ არის

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგომა, არხზე სისტემური ცვლილებების დაწყების საფუძველი უნდა გახდეს. ამის შესახებ from.ge-ს ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, უნდა მოხდეს ხელისუფლებისგან არხის დისტანცირება და იგი რეალურ საზოგადოებრივ მაუწყებლად ჩამოყალიბდეს.

„ჭანტურიას გადადგომა საინტერესო მოვლენაა, თუმცა ეს პროცესის მხოლოდ დასაწყისია რადგან, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, პრობლემა არ გახლდათ მხოლოდ გია ჭანტურიაში, ბორდში ან კონკრეტულ ადამიანებში. იქ არის სისტემური პრობლემა და გია ჭანტურიას გადადგომა უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ დაიწყოს სერიოზული სისტემური ცვლილებები. ეს არის დისტანცირება ხელისუფლებისგან და რეალურად საზოგადოებრივი არხის ფორმირება. ვფიქრობ, რომ სისტემურ რეფორმასთან დაკავშირებით მედიასაზოგადოებაში უნდა დაიწყოს დისკუსია“ - განუცხადა from.ge-ს ხუხაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად იდეალური კანდიდატიც რომ გამოჩნდეს, კონცეპტუალური ცვლილებების გარეშე, მას არანაირი აზრი არ ექნება.

„ამიტომ, მე არ ვიჩქარებდი სახელებისა და გვარების დასახელებას. ფართო დისკუსიას გავშლიდი ამ თემაზე და ვიფიქრებდი ახალ ფორმატზე, როგორც საზოგადოებრივი არხის სტრუქტურასთან დაკავშირებით, ასევე კონტენტთან დაკავშირებით და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებდი საკადრო გადაწყვეტილებას.  ერთი გვარის მეორით ჩანაცვლების პრინციპი ძალიან ცუდად მუშაობს, ჩვენ შეიძლება მივიღოთ ახალი გია ჭანტურია და მეტი ვერაფერი შევცვალოთ. სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი არ არის პიროვნული როტაცია. სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია, რომ ინსტიტუციუარდ სწორად დავალაგოთ საზოგადოებრივი არხის ადგილი და როლი ქართულ სინამდვილეში“ - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გია ჭანტურიას განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დღეს დააკმაყოფილა.

ამასთან, მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანსიაზე ღია კონკურსი