ბიძინა ივანიშვილი ამერიკელ ხალხს სამძიმარს უცხადებს

ბიძინა ივანიშვილი ამერიკელ ხალხს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამერიკელ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

„შეძრწუნებულები ვართ იმ ტრაგედიით, რომელიც ამერიკელ ხალხს დაატყდა თავს. უბედურებამ, რომელმაც 27 ადამიანის, მათ შორის 20 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა, შეძრა მთელი მსოფლიო. ქართველი ხალხის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარის გამო. მიიღეთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი და თანაგრძნობა“ - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

ამერიკის შტატის კონეკტიკუტის ქალაქ ნიუტაუნის სენდი-ჰუკის სკოლაში 20 წლის ადამ ლენზამ 27 ადამიანი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.

ადამ ლენზამ ჯერ სახლში საკუთარი დედა მოკლა, რომელიც მასწავლებელი იყო. შემდეგ კი, ის სკოლაში მივიდა, სადაც ცეცხლი გახსნა. სროლას 20 ბავშვი და 6 მოზარდი ემსხვერპლა.

პოლიციის განცხადებით, ლენზას კრიმინალური წარსული არ ჰქონია. იგი სავარაუდოდ, აუტიზმით იყო დაავადებული. აშშ-ში დაღუპულთა სულის მოსახსენიებლად 4-დღიანი გლოვაა გამოცხადდა. ფედერალურ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.