სააკაშვილი ამერიკელ ხალხს სენდი-ჰუკის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის გამო, სამძიმარს უცხადებს

სააკაშვილი ამერიკელ ხალხს სენდი-ჰუკის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის გამო, სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკელ ხალხსა და აშშ-ის მთავრობას სენდი-ჰუკის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის გამო ქართველი ერის სახელით სამძიმარს უცხადებს.

„შემძრა იმ საშინელმა ტრაგედიამ, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნიუთაუნის სენდი-ჰუკის სკოლაში მოხდა. ამ საზარელ დანაშაულს ექვსი პედაგოგისა და 20 პატარას სიცოცხლე ემსხვერპლა. რთულია სიტყვები მოძებნო იმ ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა დაღუპულთა ოჯახის წევრები და ამერიკელი ხალხი განიცდის. ქართველი ერის სახელით, გულწრფელად თანავუგრძნობ თითოეული გარდაცვლილის ოჯახს, ამერიკელ ხალხს და შეერთებული შტატების მთავრობას. სრულიად საქართველო იზიარებს თქვენს ტკივილს და ლოცულობს მათთვის, ვინც ამ ტრაგედიის მსხვერპლი გახდა. მიიღეთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი"- აცხადებს სააკაშვილი.

ამერიკის შტატის კონეკტიკუტის ქალაქ ნიუტაუნის სენდი-ჰუკის სკოლაში 20 წლის ადამ ლენზამ 27 ადამიანი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.

ადამ ლენზამ ჯერ სახლში საკუთარი დედა მოკლა, რომელიც მასწავლებელი იყო. შემდეგ კი, ის სკოლაში მივიდა, სადაც ცეცხლი გახსნა. სროლას 20 ბავშვი და 6 მოზარდი ემსხვერპლა.

პოლიციის განცხადებით, ლენზას კრიმინალური წარსული არ ჰქონია. იგი სავარაუდოდ, აუტიზმით იყო დაავადებული. აშშ-ში დაღუპულთა სულის მოსახსენიებლად 4-დღიანი გლოვაა გამოცხადდა. ფედერალურ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.