ისრაელის ვიცეპრემიერი თანამდებობას ტოვებს

ისრაელის ვიცეპრემიერი თანამდებობას ტოვებს

The Jerusalem Post -ის ინფორმაციით, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა, რომელიც ქვეყნის ვიცეპრემიერის თანამდებობასაც იკავებს, გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

ისრაელის პროკურატურის განცხადებით,ლიბერმანს  მალე ბრალს ფინანსურ მაქინაციებსა  და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში წაუყენებენ.

ადგილობრივი მედიის ინფოერმაციით, საქმე ეხება 10 წლის განხორციელებულ ფინანსურ ოპერაციებს, როდესაც ობშორული კომპანიების საშუალებით ხდებოდა დიდი ოდენობის თანხების „გათეთრება“.

ლიბერმანის განცხადებით,მას სრულებითაც არ ევალება თანამდებობის დატოვება, მაგრამ ის ყველაფერს გააკეთებს, რომ მის სახელს ჩირქი არ მოეცხოს. გამართლების შემთხვევაში,ლიბერმანს უფლება ეძლევა, ისევ დაიკავოს მაღალი სახელმწიფო თანამდებობები.

ავიგდორ ლიბერმანს იმედი აქვს, რომ საპარალემტნო არჩევნებამდე, რომელიც ქვეყანაში 22 იანვარს ჩატარდება, ყველაფერი გაირკვევა და მას საშუალება მიეცემა მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

.