დღეს ეგვიპტეში სახალხო რეფერენდუმი ჩატარდება

დღეს ეგვიპტეში სახალხო რეფერენდუმი ჩატარდება

დღეს ეგვიპტეში ახალი კონსტიტუციის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით, სახალხო რეფერენდუმი ჩატარდება, რომელიც შარიათის საფუძვლებზეა დაფუძნებული.ამ გადაწყვეტილებამ ქვეყანა ორ ბანაკად გაყო.

ეგვიპტის ოპოზცია და ქრისტიანთა საზოგადოება ორი კვირაზე მეტია პროტესტს გამოთქვამს ახალი კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით. ისინი პრეზიდენტ მურსის უფლებამოსილების გაზრდასაც აპროტესტებენ. „ძმები მუსულმანები“კი, რომელიც მმართველი პარტიაა ეგვიპტეში და პრეზიდენტი მოჰამედ მორსიც სწორედ ამ პროექტის წარმომადგენელია,საკონსტიტუციო ცვლილებებით კმაყოფილები არიან.

წუხელ მთელი ღამის განმავლობაში ოპოზიციას პროტესტი არ შეუწყვეტია ქაიროში,ალექსანდრიაში და ეგვიპტის რამდენიმე ქალაქში. ექსპერტები დღეს ეგვიპტეში არეულობასაც ელოდებიან.