ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შპს „ტაოს“ ხელმძღვანელი, ლევან თუმანიშვილი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, თუმანიშვილი ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ახლო ნათესავია.
მას ბრალი ორი მუხლით - ხე-ტყის უკანონო მოპოვება-რეალიზაცია და დოკუმენტაციის გაყალბება-წაუყენეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ოფიციალურ განცხადებას უახლოეს საათებში გაავრცელებს.