ნოდარ ხადური შემოსავლების სამსახურის მომსახურების ცენტრს ესტუმრა

ნოდარ ხადური შემოსავლების სამსახურის მომსახურების ცენტრს ესტუმრა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური კოსტავას ქუჩაზე მდებარე შემოსავლების სამსახურის მომსახურების ცენტრს ესტუმრა. მინისტრი პირადად შეხვდა სამსახურის თანამშრომლებს და მათ სამუშაო პირობებს გაეცნო. 

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა სამსახურის თანამშრომლებს, მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდეთ გადამხდელებთან, მაქსიმალური ყურადღებით მოეკიდონ თითოეული მოქალაქის პრობლემებს, გაუწიონ კვალიფიციური მომსახურება, დაეხმარონ მათი უფლებებისა და მოვალეობების უკეთ გარკვევაში.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა მხრიდან გადაცდომების, უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევებში, სამინისტროს მხრიდან მკაცრი რეაგირება იქნება. 

ნოდარ ხადურმა გუშინ ასეთივე მითითებები სპეციალურ თათბირზე მისცა ყველა სამსახურის ხელმძღვანელს - ფინანსთა სამინისტროს სამსახურების თანამშრომლებმა იმოქმედონ მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში და არ დაუშვან მეწარმეთა უფლებების დარღვევის ფაქტები.