პარლამენტი მუშაობას 21 დეკემბერს ასრულებს

პარლამენტი მუშაობას 21 დეკემბერს ასრულებს

პარლამენტის საქმიანობას ოფიციალურად 21 დეკემბერს დაასრულებს. 17-21 დეკემბრის ჩათვლით კი, პლენარული სხდომები ყოველ დღე გაიმართება.

სხდომების ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარების მიზეზი ბევრი მნიშვნელოვანი კანონპროექტის მიღებაა. კერძოდ, უწყებამ საშემოდგომო სესიის დასრულებამდე  „ამინისტიის შესახებ“ კანონპროექტი უნდა მიიღოს და 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილოს და დამტკიცოს.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ მომზადებული ამინისტიის პროექტით, ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ამინისტიის გამოცემა იგეგმება. რაც შეეხება ბიუჯეტის პროექტს, ახალმა მთავრობამ პროექტი პარლამენტის შენიშვნების გათვალისწინებით გადაამუშავა და ორგანოს 5 ნოემბერს წარუდგინა. ბიუჯეტის განხილვისას, პროექტის პარამეტრებზე დაწვრილებით მთავრობა ისაუბრებს. პროექტს კი, პარლამენტი რეგლამენტის მიხედვით,  დეკემბრის მესამე პარასკევამდე დაამტკიცებს.

რაც შეეხება საშემოდგომო სესიას,  რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი მუშაობას დეკემბრის მესამე პარასკევს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე ასრულებს. თუმცა, საჭიროებისამებრ, სხდომები შესაძლოა პრეზიდენტის თანხმობით, რიგგარეშე ფორმატში გაიმართოს. კანონმდებლები საქმიანობას კი, რეგლამენტის თანახმად, თებერვლის პირველ სამშაბათს შეუდგებიან.