დიდთოვლობის გამო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია დაწესებული

დიდთოვლობის გამო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია დაწესებული

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის ნებადართული.

ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე გადაადგილება ეკრძალება ბისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიან სატრანსპორტო საშუალებებს, სადაც, დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დრომდე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

დიდთოვლობის გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველანაირი ტიპის ტრანსპორტის გადაადგილება. ამ დროისთვის, გაწმენდითი სამუშაოები აღნიშნულ ტერიტორიაზეც მიმდინარეობს.

დიდთოვლობაა გომბორის უღელტეხილზეც, სადაც დეპარტამენტის ცნობით, მოძრაობა დასაშვებია ჯაჭვებიანი საბურავებით, ხოლო იკრძალება მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი ტრანსპორტით გადაადგილება.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში სუსტი თოვაა, რის გამოც, შეზღუდვები ტრანსპორტის მოძრაობაზე არ დაწესებულა.

უამინდობის გამო, დაკეტილია ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი. დიდთოვლობითა და ქარბუქით გამოწვეული ცუდი ხილვადობის გამო, გადაადგილება აკრძალულია ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებისთვის. ტეროტორიაზე გამწმენდი სამუშაობი მიმდინარეობს.