დავით ბეგიაშვილი ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს უნდობლობას უცხადებს

დავით ბეგიაშვილი ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს უნდობლობას უცხადებს

"ბიზნესმენები საქართველოში თავისუფალი ბიზნესისთვის“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობას უნდობლობას უცხადებს  - ამის შესახებ საინიციატივო ჯგუფის კოორდინატორის, ბიზნესმენ დავით ბეგიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

მისი თქმით, საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს განახლებული შემადგენლობის დაკომპლექტების შესახებ. აქამდე ექვსი წევრის შემადგენლობით მოქმედი საბჭო მთავრობის გადაწყვეტილებით ცხრა კაცით განისაზღვრა. დავების განხილვის საბჭოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური უხელმძღვანელებს, ხოლო მის შემადგენლობაში არიან: ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი მამუკა ბარათაშვილი, ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი ბარათაშვილი, ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის უფროსი დავით ქევხიშვილი, ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართალწარმოების სამმართველოს უფროსი ზვიად კორძაია, მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე, იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი გოგა გუგავა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ლიჩელი.

„აქედან სამი, მამუკა ბარათაშვილი, დავით ქევხიშვილი და ირაკლი ლიჩელი პირადად მონაწილეობდნენ წინა მთავრობის მაღალჩინოსნების დაკვეთით ჩემი კომპანიების წინააღმდეგ გაჩაღებულ რეპრესიებში. პირველი ორი დავების საბჭოში ფაქტებისა და გარემოებების აღრევით, უსაფუძვლოდ 3 მილიონამდე ლარის ჯარიმის ინკრიმინირებაში, ხოლო უკანასკნელი ეკონომიკის სამინისტროში ჯერ პირადად ჩემს მიმართ თაღლითობის მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმის ინიცირებაში, შემდგომ კი კომპანიის საკუთრებაში არსებული ქონების, კერძოდ სამაღაზიე ფართის უკანონოდ ჩამორთმევის ორგანიზებაში იყო გარეული. ამ პიროვნებებმა სხვა მონაწილეებთან ერთად თავისი მოქმედებებით იძულებული გამხადეს დამეტოვებინა ქვეყანა, შემილახეს საქმიანი რეპუტაცია, დაუსჯელობის სინდრომით შეპყრობილებმა გაილაშქრეს თავისუფალი ბიზნესის წინააღმდეგ, უმუშევრად და უსახსროდ დატოვეს კომპანიის 100-ზე მეტი თანამშრომელი, ფეხქვეშ გათელეს ქვეყანაში განხორციელებული უცხოური ინვესტიციები, გასაკოტრებლად გაწირეს საერთშორისო ავტორიტეტის მქონე 20-წლიანი გამოცდილების ქართული ბიზნესი" - ნათქვამია დავით ბეგიაშვილის განცხადებაში.

მისივე თქმით, ამა წლის აგვისტოში, საინიციატივო უფლებადამცველი ჯგუფის - „ბიზნესმენები საქართველოში თავისუფალი ბიზნესისათვის" მიერ გასაჯაროებულ იყო იმ ადამიანების სია, რომლებსაც რეპრესიებში ადანაშაულებენ. აღნიშნული სია გადაეცა როგორც საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, ისე საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს. ასევე სახელმწიფო მოხელეების ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობის საქმეზე გამოიძების დაწყების თაობაზე განცხადებები გადაეცათ, როგორც შვეიცარიის ისე საქართველოს პროკურატურებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს.

„მივმართავ ახლად არჩეულ მთავრობასა და ფინანსთა მინისტრს - საქმეზე გამოძიების დასრულებამდე შეუჩეროს უფლებამოსილება ამ კადრებს. პირადად დაინტერესდნენ და შეისწავლონ ჩვენი მიმართვა და მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ წინა ხელისუფლების მოხელეების დასაქმების საკითხებში"- ნათქვამია დავით ბეგიაშვილის