ქუთაისში ავტომანქანის გატაცების ფაქტზე 1 პირი დააკავეს

ქუთაისში ავტომანქანის გატაცების ფაქტზე 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ძარცვის ფაქტზე გიორგი ს. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ს-მ, ქუთაისში, ტყაბლაძის ქუჩა №54-დან გია ეგუტიძის კუთვნილი BMW-ს მარკის ავტომანქანა გაიტაცა.

ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ- სამძებრო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ავტომანქანა ქუთაისში, იმავე დღეს, ევდოშვილის ქუჩაზე იპოვეს, ხოლო ბრალდებული - მოსკოვის ქუჩაზე დააკავეს.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. დანაშაული 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმეს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილება აწარმოებს.