სამართალდამცველებმა ბიზნესმენ ანტონ ადუაშვილის მკვლელობის საქმე გახსნეს

სამართალდამცველებმა ბიზნესმენ ანტონ ადუაშვილის მკვლელობის საქმე გახსნეს

სამართალდამცველებმა 23 ნოემბერს მომხდარი მკვლელობის საქმე გახსნეს.                      

„2012 წლის 10 დეკემბერს საქართველოს შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოსა და სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა მიერ, ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დაკავებულ იქნა პიროვნება, რომელმაც მიმდინარე წლის 23 ნოემბერს დანის და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით 1967 წელს დაბადებული ანტონ ალექსანდრეს ძე ადუაშვილის განზრახ მკვლელობა ჩაიდინა. ასევე აღნიშნული დანაშაულის დაფარვისათვის დაკავებულია ორი პიროვნება"- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები გრძელდება.

საქმეზე გამოძიებას საქართველოს შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველო აწარმოებს.

თბილისში, ზაზიაშვილის ქუჩაზე, მკვლელობა 23 ნოემბერს მოხდა. თეთრი ფერის „მერსედესის“ მარკის ავტომობილში მამაკაცის ცხედარი უკანა სავარძელზე იპოვეს. მას სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. მათ შორის, 1 საკონტროლო.