გიორგი ჟვანია პროკურატურაში კიდევ დაიბარეს

გიორგი ჟვანია პროკურატურაში კიდევ დაიბარეს

გიორგი ჟვანია მთავარ პროკურატურაში დღეს,  კიდევ ერთხელ დაიბარეს.  ამ ეტაპზე გამოძიების ახალი დეტალები არ ხმაურდება,  თუმცა გარდაცვლილი პრემიერის ძმა გამოძიების მიმდინარეობით კმაყოფილია.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის ხელახალი შესწავლა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო.

გიორგი ჟვანია პირველად პროკურატურაში რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდა.

მისი განცხადებით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაში დამნაშავეები, უშუალოდ ქვეყნის პირველი პირი მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი არიან.

პროკურატურიდან გამოსვლისას გიორგი ჟვანიას კომენტარი არ გაუკეთებია, მან არ ისურვა დეტალებზე საუბარი, სანამ გამოძიება არ დამთავრდება.