მომავალი წლიდან ავღანეთში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს ხელფასები გაეზრდებათ

მომავალი წლიდან ავღანეთში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს ხელფასები გაეზრდებათ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, მომავალი წლიდან ქართველი ჯარისკაცების სოციალური პირობები გაუმჯობესდება და ავღანეთში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს ხელფასები გაეზრდებათ.

აღნიშნულის შესახებ, ირაკლი ალასანიამ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე განაცხადა.

„უახლოეს პერიოდში ქართველ სამხედროებს ექნებათ ახალი სადაზღვევო პაკეტი. ასევე, პრემიერ-მინისტრის უშუალო მითითებით, მომავალი წლიდან ავღანეთში მყოფ ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს გაეზრდებათ ხელფასი. ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმისათვის, რომ რეალურად ჩვენ შევუქმნათ ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს როგორც სოციალური, ასევე საყოფაცხოვრებო პირობები. რაც მთავარია, მათ უნდა ჰქონდეთ ისეთი ტექნიკა და შეიარაღება, რომ საკუთარი ქვეყნის დაცვა შეძლონ“,- განაცხადა ალასანიამ.

თავდაცვის მინისტრმა გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელ პირებთან ერთად,  ვაზიანის ბაზის ტერიტორია დაათვალიერა და  საჩვენებელ სწავლებას დაესწრო.