ირაკლი ალასანია:გამოწვევები დღესაც არსებობს და ქართული არმია სრულად მობილიზებული უნდა გვყავდეს

ირაკლი ალასანია:გამოწვევები დღესაც არსებობს და ქართული არმია სრულად მობილიზებული უნდა გვყავდეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ჩვენი ქვეყნისთვის გამოწვევები არა მხოლოდ რუსეთი არამედ, ტერორიზმი და მეამბოხეთა შესაძლო შემოჭრაა.

აღნიშნულის შესახებ, ირაკლი ალასანიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დეკრალირებული გვაქვს,  რომ ჩვენს ტერიტორიულ პრობლემებს რუსეთთან სამხედრო შეიარაღებული ძალების გამოყენებით არ გადავწყვეტთ,  მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ჯარი არ უნდა იყოს სრულად მომზადებული,  რადგან ჩვენი ქვეყნის გამოწვევა არის არა მხოლოდ რუსეთი  არამედ, ტერორიზმი და მეამბოხეთა შესაძლო შემოჭრა, როგორიც რამდენიმე ხნის წინ ლაფანყურში მოხდა. თქვენი იცით, რომ იქ ჩატარდა სპეცოპერაცია, რამდენად სწორად ჩატარდა  ეს უკვე სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი გამოწვევები დღესაც არსებობს და ქართული არმია სრულად მობილიზებული უნდა გვყავდეს“, - განაცხადა ალასანიამ.