Time-ის მკითხველებმა  კიმ ჩენ ირი „წლის ადამიანად“ დაასახელეს

Time-ის მკითხველებმა კიმ ჩენ ირი „წლის ადამიანად“ დაასახელეს

ამერიკული ყოველკვირეული გამოცემა Time-ის მკითხველებმა „წლის ადამიანად“ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერი, კიმ ჩენ ინი დაასახელეს. ოფიციალურად ეს ტიტული მას გადაეცემა თუ არა, მონაცემების ბოლო შედეგებს გამოცემა ერთ კვირაში გამოაქვეყენებს.

 Time-ის მკითხველებიდან  კიმ ჩენ ინს მხარი 5,6 მილიონმა ამერიკელმა დაუჭირა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოკითხვისას ფავორიტის არჩევისას მიზეზის დასახელება აუცილებელი გახლდათ. ამერიკელების განცხადებით, ეს წელი მეტად ნაყოფიერი გახლდათ კორეის  ლიდერისთვის.მან მოახერხა და სამხედრო რეფორმების შემდეგ, ქვეყნის სრული ძალაუფლება ჩაიგდო ხელთ და  დაქორწინდა კიდეც.

კიდევ ერთი სიახლე, ამერიკულმა სატირიკულმა გამოცემა  Onion-მა კიმ ჩენ ინი „წლის სექსუალურ მამაკაცად“ დაასახელა.

კიმ ჩენ ინის შემედეგ, „წლის ადამიანის“ მეორე კანდიდატია ამერიკელი სატირკოსი და ცნობილი ტელეწამყვანი ჯონ სტიუარტი, რომელმაც მხოლოდ 2,4 მილიონი ხმის მოგროვება შეძლო.