ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები: სოფელ წინწყაროში კონფლიქტი ამოწურულია

ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები: სოფელ წინწყაროში კონფლიქტი ამოწურულია

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები სოფელ წინწყაროში არსებულ ვითარებას დღეს, ადგილზე გაეცნენ.

მათი ცნობით, პარასკევის ლოცვა მშვიდობიან ვითარებაში ჩატარდა და აღნიშნავენ, რომ სოფელ წინწყაროში კონფლიქტი ამოწურულია.

შესაბამისად, ისინი მუსულმან და არამუსულმან ქართველებს შორის,  მიღწეულ შეთანხმებას მიესალმებიან.

სახალხო დამცველის აპარატის მართლმასჯულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სოფო ბენაშვილის განცხადებით, დღეს არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

„პარასკევის ლოცვა მშვიდობიან ვითარებაში ჩატარდა. რასაკვირველია, ამ ფაქტს მივესალმებით და ვიმედოვნებთ, ინციდენტებს ადგილი არც მომავალში ექნება“, - განაცხადა ბენაშვილმა.

სოფელ წინწყაროში მცხოვრებმა მუსულმანმა ქართველებმა სოფლის ერთ-ერთ სახლში მოწყობილ სამლოცველოში პარასკევის ლოცვა მშვიდობაინ ვითარებაში, ინციდენტების გარეშე ჩაატარეს.