პაატა ზაქარეიშვილი: იმედია, აბაშიძისა და კარასინის შეხვედრაზე მომდევნო შეხვედრაც დაიგეგმება

პაატა ზაქარეიშვილი: იმედია, აბაშიძისა და კარასინის შეხვედრაზე მომდევნო შეხვედრაც დაიგეგმება

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ჟენევაში   ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის მნიშვნელოვანი შეხვედრაა.

ზაქარეიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გრიგორი კარასინი მომდევნო შეხვედის ფორმატზეც შეთანხმდებიან.

„ჟენევაში მნიშვნელოვანი შეხვედრა იწყება ბატონ ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის. ეს იქნებას უფრო ტექნიკური ხასიათის შეხვედრა და არანაირ გარღვევებს ადგილი არ ექნება. იმედია შეხვედრისას დაიგეგმება მომდევნო შეხვედრაც რათა საქართველო-რუსეთის საკითხების განხილვა პირდაპირი კონტაქტების საშუალებით მოხდეს“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრა შევიცარიაში დღეს გაიმართება.