ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით, გადაცემა „პატრულის“ ყოფილი ჟურნალისტი,  გოჩა მუკბანიანი დაკითხა

ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით, გადაცემა „პატრულის“ ყოფილი ჟურნალისტი, გოჩა მუკბანიანი დაკითხა

ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურამ გადაცემა „პატრულის“ ყოფილი ჟურნალისტი,  გოჩა მუკბანიანი დაკითხა.

გოჩა მუკბანიანს ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით, ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებდნენ.

მუკბანიანი, რომელიც ამჟამად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური დაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილეა, 2004 წელს მომხდარი შემთხვევის თვითმხილველია.

მუკბანიანი  გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების დეტალებს არ ახმოვანებს, თუმცა აცხადებს, რომ  8 წლის განმავლობაში, იმის თქმას ვერ ახერხებდა, რაც სურდა.

„ეს ჩემთვის წლების განმავლობაში ყველაზე მძიმე საკითხია. დღეს, დადგა ის დრო, როდესაც მომეცა საშუალება,  საგამოძიებო ორგანოებისთვის მეპასუხა ისე, როგორც ყოველთვის საჭიროდ ვთვლიდი, მაგრამ მოსახერხებელი და შესაძლებელი არ იყო წლების მანძილზე. ვითანამშრომლე საგამოძიებო ორგანოებთან, თუმცა დეტალების გახმოვანებისგან თავს ვიკავებ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე“,- განაცხადა მუკბანიანმა.

მისივე  თქმით,  რობაქიძის ოჯახის მიერ, პროკურატურაში განცხადების შეტანიდან, ელოდებოდა დაკითხვაზე დაბარებას და ამის სურვილი თვითონაც ჰქონდა.