ირაკლი ალასანია: სახელმწიფოს სჭირდება ცოცხალი გმირები, რომლებიც  ქვეყნის თავდაცვას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ

ირაკლი ალასანია: სახელმწიფოს სჭირდება ცოცხალი გმირები, რომლებიც ქვეყნის თავდაცვას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, მეოთხე ქვეითი ბრიგადის ახალწვეულების ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა.

როგორც ცერემონიალზე თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ  ყველა ჯარისკაცს უნდა ახსოვდეს, რომ საქართველო მისი დასაცავია.

„შეიარაღებული ძალების ოჯახს კიდევ შემოუერთდა  ვაჟკაც ახალგაზრდათა დიდი ჯგუფი, რომელიც დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო გაამდიდრებს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს და რაც მთავარია, ჩვენი ბრძოლისუნარიანობა კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ,  მაგრამ ყველაზე მთავარი უნდა გვახსოვდეს ის, რომ ჩვენი დასაცავია მშვიდობა, ჩვენი დასაცავია საქართველო და ამას ისე უნდა მოვუფრთხილდეთ, როგორც საკუთარ ოჯახს და როგორც საკუთარ ცოლ-შვილს. სწორედ ამიტომ,  ჩვენ ყველა სიამაყით სავსე ვართ და გილოცავთ ამ დიდ და ყველაზე ძვირფას შეიარაღებული ძალების ოჯახში გაწევრიანებს. მინდა იცოდეთ,  რომ მთავარი უნდა გახსოვდეთ - გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს, საკუთარ თანამებრძოლებს“, - განაცხადა ალასანიამ.

მინისტრის თქმითვე, საქართველოს ბევრი  გმირი ჰყავს, ვის სახელებსაც ვიხსენებთ, მაგრამ სახელმწიფოს სჭირდება ცოცხალი გმირები, რომლებიც  ქვეყნის თავდაცვას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.