დევი კანდელაკი: „თელასსა

დევი კანდელაკი: „თელასსა" და ენერგეტიკის სამინისტროს შორის ტარიფთან დაკავშირებით სრული ურთიერთგაგებაა

კომპანია „თელასსა" და ენერგეტიკის სამინისტროს შორის ტარიფთან დაკავშირებით სრული ურთიერთგაგებაა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს „თელასის" გენერალურმა დირექტორმა დევი კანდელაკმა განუცხადა.

„ტარიფებთან დაკავშირებით მე გთხოვდით, რომ მიმართოთ ენერგეტიკის სამინისტროს, თუმცა აღვნიშნავ, რომ ჩვენ შორის არსებობს სრული ურთიერთგაგება. „ინტერ რაოს" წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსულები და შედგა კონსტრუქციული დიალოგი" - განაცხადა „თელასის" გენერალურმა დირექტორმა დევი კანდელაკმა.