გია ჭანტურიას განცხადებას, სამეურვეო საბჭო განიხილავს

გია ჭანტურიას განცხადებას, სამეურვეო საბჭო განიხილავს

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გია ჭანტურიამ სამეურვეო საბჭოს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ჭანტურიას განცხადებას სამეურვეო საბჭო განიხილავს.სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე ჭანტურიას გადაწყვეტილების მიზეზს არ აკონკრეტებს და აცხადებს, რომ ამაზე მოგვიანებით ისაუბრებს.

„მოგვიანებით გეტყვით მიზეზებს, თუ რამ გამოიწვია გენერალური დირექტორის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება და მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებით სამეურვეო საბჭოს პოზიციასაც" - აცხადებს  გახელაძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას.

მისივე თქმით, პროცედურის მიხედვით, თუკი სამერვეო საბჭო გია ჭანტურიას განცხადებას დააკმაყოფილებს, ახალი დირექტორის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდება.

„ახალი დირექტორის დანიშვნა კონკურისს საფუძველზე, მისი გამოცხადებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა უნდა მოხდეს" - აღნიშნა გახელაძემ.