საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრ „გორბის“ მიერ, ჩატარებული ნდობის რეიტინგის პირველ ათეულში ახალი მთავრობის ლიდერები ლიდერობენ.
ათეულში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ვერ მოხვდნენ.
კვლევის ცენტრის კითხვა ასე იყო ფორმულირებული: ენდობით თუ არა ქვემოთ ჩამოთვლილ პიროვნებებს.
კვლევის შედეგების მიხედვით, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ნდობა გამოკითხულთა 79%-მა გამოუცხადა, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს - 58%-მა, ირაკლი ალასანიას-57%-მა, მაია ფანჯიკიძე- 53%-მა, დავით უსუფაშვილს კი-51%-მა.
შემდეგ ადგილებზე 45%-ით არიან ირაკლი ღარიბაშვილი, სოზარ სუბარი და არჩილ კბილაშვილი. თინა ხიდაშელს ნდობას გამოკითხულთა 45% პროცენტი უცხადებს, ზვიად ძიძიგურს კი, 43%.
რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს, ისინი „გორბის“ კვლევების მიხედვით, ნდობის ათეულში ვერ მოხვდნენ.
მათ შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი დავით ბაქრაძეს აქვს და მას ნდობას 21% უცხადებს. ყველაზე დაბალი ნდობის მაჩვენებელი კი ქალაქის მერს,გიგი უგულავას 15% დაუფიქსირდა. გარდა ამისა, კვლევის შედეგების მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და ვანო მერაბიშვილს გამოკითხულთა მხოლოდ 18% ენდობა.