მაია ფანჯიკიძე: ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრიდან, ქართულ მხარეს განსაკუთრებული მოლოდინები არ აქვს

მაია ფანჯიკიძე: ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრიდან, ქართულ მხარეს განსაკუთრებული მოლოდინები არ აქვს

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საქართველოს წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს პრემიერ-მინისტრისგან ძალიან ფართო მანდატი აქვს მინიჭებული , თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე არ მოხდება თემების აღრევა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს მაია ფანჯიკიძემ კანცელარიაში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

მისი თქმით, კარასინისა და აბაშიძის შეხვედრაზე არ განიხილება ის საკითხები, რომელიც არის ჟენევის ფორმატში. ამასთან, როგორც ფანჯიკიძემ განაცხადა, ეს არის პირველი შეხვედრა საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის და ამ შეხვედრიდან ქართულ მხარეს განსაკუთრებული მოლოდინები არ აქვს. ფანჯიკიძის განცხადებით, ეს იქნება ტექნიკური ხასიათის შეხვედრა, სადაც მხარეები შეთანხმდებიან მომდევნო შეხვედრების ფორმატზე, ადგილზე.

„ამიტომ ჩვენ ველით, რომ განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიც არის მაგალითად, რა პერიოდულობით მოხდება მსგავსი შეხვედრები, სად მოხდება ეს შეხვედრები, ეს არ იქნება მხოლოდ შვეიცარიაში, ასევე ვინ მიიღებს ამ შეხვედრებში მონაწილეობას როგორც ქართული, ისე რუსული მხრიდან" - განაცხადა ფანჯიკიძემ.