არჩილ კბილაშვილი: გირგვლიანის საქმის გამოძიება შესაძლოა, წლის ბოლომდე დასრულდეს

არჩილ კბილაშვილი: გირგვლიანის საქმის გამოძიება შესაძლოა, წლის ბოლომდე დასრულდეს

მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, სანდრო გირგვლიანის საქმის გამოძიება შესაძლოა, წლის ბოლომდე დასრულდეს.

ამის შესახებ კბილაშვილმა ტელეკომპანია „მეცხრე არხზე", გადაცემა „მთავარ კითხვაში" საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, წინსვლაა ყველა გახმაურებულ, მათ შორის გირგვლიანის, რობაქიძის, ზურაბ ჟვანიას, 26 მაისის მოვლენების საქმეში, თუმცა, ამ ეტაპზე ახალ დეტალებს არ აკონკრეტებს.

რაც შეეხება სასამართლოს, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, სასამართლო დღეს პროკურატურისგან სრულიად დამოუკიდებელია. მისივე თქმით, ახალი ხელისუფლების ფორმირების შემდეგ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სრულიად განსხვავდება იმ ხელწერისგან, რაც იყო ხელისუფლების შეცვლამდე.