ბიძინა ივანიშვილი ევროპელ დიპლომატებს შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი ევროპელ დიპლომატებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტს, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკოლაი მლადენოვს და პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის უფროს იაცეკ მიხალოვსკს შეხვდა.

ქართული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, საქართველოს ელჩები შვედეთში, ბულგარეთსა და პოლონეთში.

მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო ასევე ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირების თემას. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს პრიორიტეტი კვლავ ევროპასა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაა. პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი სურვილია ჭეშმარიტად დემოკრატიული და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყნის აშენება.