რუსეთის თეატრის მოღვაწეთა კავშირმა რობერტ სტურუას სპეციალური პრემია

რუსეთის თეატრის მოღვაწეთა კავშირმა რობერტ სტურუას სპეციალური პრემია "ოქროს ნიღაბი" მიანიჭა

"თეატრალურ ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის" რუსეთის ფედერაციის თეატრის მოღვაწეთა კავშირმა ცნობილ ქართველ რეჟისორს, რობერტ სტურუას, სპეციალური პრემია - "ოქროს ნიღაბი" მიანიჭა.

2012 წლის "ოქროს ნიღაბის" ლაურეატები ასევე გახდნენ საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტები ტატიანა დორონინა, ლეონიდ ბრონევოი,ივან ბობილევი; რუსეთის სახალხო არტისტები ზინაიდა შარკო და ალექსანდრე ბელინსკი.