ცხინვალი დარწმუნებულია,რომ რუსეთი ევროპარლამენტის ზეწოლით გადაწყვეტილებას არ შეცვლის

ცხინვალი დარწმუნებულია,რომ რუსეთი ევროპარლამენტის ზეწოლით გადაწყვეტილებას არ შეცვლის

სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერის იური ძიცოითის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც რუსეთს სამხრეთ ოსეთისა და ცხინვალის აღიარების გადახედვისკენ მოუწოდებს, არ შესრულდება. ძიცოითის განცხადებით, მან შესანიშნავად იცის ევროპარლამენტის პროქართული განწყობა.

„ევროპარლამენტმა თავისთვის უკვე განსაზღვრა, რომ რუსეთისთვის დამნაშავის როლი მიენიჭებინა და ამ პოზიციიდან გადახვევას არც აპირებს. თუ ევროპარლამენტს ასე  აღელვებს ჩვენი ან აფხაზეთის ბედი, ნუთუ შეუძლებელი იყო ამ რესპუბლიკების წარმომადგენლებისთვის მოესმინა? ევროპარლამენტს ეს არ სურდა, რადგან თავიდანავე გაანაწილა აგრესორის და მსხვერპლის როლი“,–აცხადებს ძიცოითი.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით, ამერიკა ამჟამად ანტირუსული ქმედბებითაა დაკავებული, თუმცა, რუსეთი ძლიერი სახელმწიფოა და ის ამ გამოწვევებს გაუძლებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი თავის აღიარებას უკან არ წაიღებს, ევროპარლამენტის რეზოლუცია კი დამარცხებისთვისაა განწირული“,-აცხადებს ძიცოითი.