საბერძნეთს 34 მილიარდი ევროს ტრანში გადაერიცხება

საბერძნეთს 34 მილიარდი ევროს ტრანში გადაერიცხება

დღეს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის ქვეყნების  ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საბერძნეთს გამოუყოფენ 34 მილიარდ ევროს.

შეხვედრა საკამოდ დაძაბული გამოდგა და ის 14 საათს გაგრძელდა. საბერძნეთი ამ ტრანშს გასული ზაფხულიდან ელოდებოდა.

 

ფინანასთა მინისტრების განცხადებით, თანხა საბერძნეთს დაუყონებლივ გადაერიცხება. თანხები გადანაწილდება საბიუჯეტო დავალიანებაზე, ასევე შიდა ვალების გასტუმრებაზე.

„დღეს, ამდენი თვის ლოდინის შემდეგ,  კარგი დღე დადგა.  მე ბედნიერი ვარ, თუმცა ჩვენ ბევრი უნდა ვიმუშაოთ.  წინ კიდევ ახალი გზა გველოდება“,-განაცხადა საბერძნეთის ფინანასთა მინისტრმა იანის სტურნარსმა.