როლანდ ახალაიას წინააღმდეგ, ჟურნალისტებმა საჩივარი  შეიტანეს

როლანდ ახალაიას წინააღმდეგ, ჟურნალისტებმა საჩივარი შეიტანეს

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, როლანდ ახალაიას წინააღმდეგ, ჟურნალისტებმა  სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს.

საქმე ეხება მიმდინარე წლის 20 სექტემბერს, ახალაიების სახლთან მომხდარ ინციდენტს, როდესაც როლანდ ახალაიამ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა  „მაესტროს“, „მეცხრე არხისა“ და „ინფო 9“-ს ჟურნალისტებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

საჩივარი, რომელიც სამსახურებრივი გულგრილობის მუხლითაა შესული, საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის, ალექსანდრე ბელქანიას წინააღმდეგაც არის მიმართული.