ირაკლი ალასანია: საქართველოსთვის დაღუპული გმირების ოჯახებზე ზრუნვა  სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს

ირაკლი ალასანია: საქართველოსთვის დაღუპული გმირების ოჯახებზე ზრუნვა სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, საქართველოსთვის დაღუპული გმირების ოჯახებზე ზრუნვა  სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს.

აღნიშნულის შესახებ, ირაკლი ალასანიამ დღეს, წმინდა მეფის ვახტანგ გორგასლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ვარკეთილის ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში პარაკლისის შემდეგ განაცხადა.

ქართველი გმირების სულების მოსახსენიებელ ლოცვას საქართველოს თავდაცვის  მინისტრი ირაკლი ალასანია, გაერთიანებული შტაბის უფროსი პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და ომში გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახის წევრები დაესწრნენ. 

„მე მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის დაღუპული გმირების ოჯახებზე ზრუნვა  სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს. დამერწმუნეთ, რომ მთელი ჩვენი ქვეყნის საზრუნავი სწორედ ის ოჯახები იქნება, რომლის წევრებმაც საქართველოს უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას შეწირეს თავი“, -განაცხადა ალასანიამ.