მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში იმყოფება

მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ვილფრედ მარტენსის პირადი მიწვევით ბრიუსელში იმყოფება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პირი ევროპის სახალხო პარტიის სამიტს ესწრება.

სამიტის მთავარი თემები ის საერთო ფასეულობები და მისწრაფებებია, რომლებიც ევროპელ ლიდერებს აერთიანებს.

სამიტის მუშაობაში ევროკავშირის წევრი და სხვა ევროპული სახელმწიფოს ლიდერები, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, ასევე ევროპული კომისიისა და ევროპის პარლამენტის წარმომადგენლები მონაწილეობენ.