პრემიერის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა.
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური მიწვევა ბიძინა ივანიშვილს დღეს საქართველოში აზერბაიჯანის ელჩმა გადასცა.
ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში დეკემბრის ბოლოს შედგება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან და პრემიერ–მინისტრ არტურ რასიზადესთან.