დუმბაძე: თარგამაძეს რუსეთში გამართულ აქციებში რა როლი ჰქონდა, სასამართლომ უნდა დაადგინოს

დუმბაძე: თარგამაძეს რუსეთში გამართულ აქციებში რა როლი ჰქონდა, სასამართლომ უნდა დაადგინოს

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერი გივი თარგამაძე ბალოტნის მოედანზე გამართულ არეულობებში მონაწილეობდა თუ არა, ეს სასამართლომ უნდა დაადგინოს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა,  მურმან დუმბაძემ განუცხადა.

„გივი თარგამაძე ჩვენი კოლეგაა და პარლამენტს რეგლამენტით არის განსაზღვრული დეპუტატი როგორ შეიძლება დაიკითხოს. მთავრობაში უწყება მოსულია, მაგრამ ეს  საკმარისი საფუძვლი არ არის, რომ თარგამაძე დაიკითხოს. ის ამ პროცესში მონაწილეობდა თუ არა, ეს სასამართლომ უნდა დაადგინოს“, - განაცხადა დუმბაძემ.

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ქართველი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე ბალოტნის მოედანზე გამართულ არეულობებში მონაწილეობდა და მას „კონკრეტული როლიც“ ჰქონდა განსაზღვრული. საგამოძიებო კომიტეტის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ის უშუალოდ ხელმძღვანელობდა ოპოზიციის ლიდერების ქმედებებს მოსკოვში „მილიონების მარშის“ მსვლელობისას, თუმცა, პრესრელიზში არ არის მითითებული კონკრეტულად რომელ აქციაზეა საუბარია.