დავით სერგეენკო მზადაა სოციალურად დაუცველ პირებს შეხვდეს

დავით სერგეენკო მზადაა სოციალურად დაუცველ პირებს შეხვდეს

ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო მზადაა სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს შეხვდეს და და მათ არსებული პრობლემების მოგვარებაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაეხმაროს.

„მე ყოველთვის მზად ვარ მათთან შესახვედრად. რაც დაპირება იყო მე შევასრულე და თუ მათ რაიმე ახალი საჭიროებები შეექმნათ, მე მზად ვარ მათ დავეხმარო იმ კომპეტენციისა და იმ შესაძლებლობების ფარგლებში რაც ჯანდაცვის სამინისტროს გააჩნია“,- განაცხადა სერგეენკომ. მისი თქმით, ის აქამდეც არაერთხელ შეხვედრია სოციალურად დაუცველებს და ყველა პირობა, რომელიც მისმა უწყებამ მათ მისცა, შესრულებულია.