„ზილების რევოლუციის

„ზილების რევოლუციის" საქმეზე დაკავებული „ქართული პარტიის“ წევრები ეკა ბესელიასთან შეხვედრას ითხოვენ

„ქართული პარტიის" წევრები ლევან ტერაშვილი, კახა ტერაშვილი და დავით შიუკაშვილი, რომლებიც ე.წ. მატროსოვის ციხეში შიმშილობენ, პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან  შეხვედრას ითხოვენ.

ამის შესახებ „ქართული პარტიიდა“ განცხადებას ავრცელებს.

„ძმები ტერაშვილები და დავით შიუკაშვილი 5 დეკემბრამდე ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შედგენილ პოლიტპატიმართა სიაში იყვნენ, საიდანაც გაურკვეველი მიზეზებით ამოიღეს. ტერაშვილები და შიუკაშვილი გახმაურებული „ზილების რევოლუციის" საქმეზე, აბსურდული ბრალდებებით, ერთი წელია, სასჯელს იხდიან. ამავე ბრალდებით დაკავებული რამდენიმე პირი პოლიტპატიმართა სიაშია.  ტერაშვილები და შიუკაშვილი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარისგან იმის ახსნას ითხოვენ, რატომ მოხდა სიის გამოქვეყნების წინა დღეს მათი გვარების ამოღება. დასაბუთებული განმარტებების მიღებამდე და პოლიტპატიმართა სიაში აღდგენამდე ლევან ტერაშვილი, კახა ტერაშვილი და დავით შიუკაშვილი, უვადო შიმშილობას გააგრძელებენ" - ნათქვამია განცხადებაში.