იაცეკ მიხალოვსკი: ყველაზე მნიშვნელოვანი მშვიდობიანი თანაარსებობაა

იაცეკ მიხალოვსკი: ყველაზე მნიშვნელოვანი მშვიდობიანი თანაარსებობაა

ყველაფერი, რაც საქართველოში ხდება ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსმა იაცეკ მიხალოვსკიმ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ამასთან, იაცეკ მიხალოვსკიმ ჩატარებული არჩევნები მიულოცა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს  და აღნიშნა, რომ ეს არის ნორმალური პროცესი დემოკრატიულ ქვეყანაში.

 „ყველაზე მნიშვნელოვანი არის დემოკრატი და მშვიდობიანი თანაარსებობა, რომელშიც ჩვენ ვხედავთ დემოკრატიის დიდ სკოლას" - აღნიშნა მიხალოვსკიმ.

მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრას ასევე ესწრებოდა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოლაი მლადენოვი და შვედეთის საგერო საქმეთა მინისტრი კალრ ბილდტი.