ივანიშვილი: კრიმონოგენურ ვითარებასთან დაკავშირებით, მხედველობაში მუდმივი პროცესი არ მქონდა

ივანიშვილი: კრიმონოგენურ ვითარებასთან დაკავშირებით, მხედველობაში მუდმივი პროცესი არ მქონდა

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კრიმინოგენულ ვითარებასთან დაკავშირებით,  გაკეთებულ კომენტარს აზუსტებს.

როგორც  ჟურნალისტებს პრემიერმა განუცხადა, როდესაც,  ციხიდან რამდენიმე ასეულ ადამიანს უშვებ, გასაგებია, რომ პატარა ნაწილი მაინც გააგრძელებს ძველ ცხოვრებას, რისთვისაც ციხეში იყო.

„რა თქმა უნდა, რამდენიმე დღე შესაძლებელია, რომ ქალაქში რაღაც მოხდეს და საზოგადოება ამას გაგებით უნდა მოეკიდოს. არ მქონდა მხედველობაში მუდმივი პროცესი. დროებით ალბათ იქნება აფეთქებები, მხედველობაში მაქვს, რომ სადღაც მანქანას, ბინას გატეხავენ დამატებით, მოსახლეობა ამას გაგებით უნდა მოეკიდოს, რამდენადაც ეს პროცესი ჰუმანურია და საზოგადოებისთვის აუცილებელია. მხედველობაში მქონდა, რომ საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს იმას, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში რამდენიმე პრეცედენტი შეიძლება დაემატოს იმ მდგომარეობას, რაც ქვეყანაში არსებობს“, - განმარტა პრემიერმა.