რამაზ საყვარელიძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება სათქმელი - რომ რელიგიური უმცირესობების ჩაგვრა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგია

რამაზ საყვარელიძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება სათქმელი - რომ რელიგიური უმცირესობების ჩაგვრა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგია

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მართლმადიდებელი და მუსლიმანი მოსახლეობის დაპირისპირებაში პროვოკაციის ნიშნებს ხედავს.

როგორც მან from.ge-ს განუცხადა, თუკი პროცესი მართლაც პროვოცირებულია, ბუნებრივია, პროვოკაციის ავტორი და მისი ინტერესიც იძებნება.

რამაზ საყვარელიძის განმარტებით, პროვოკაციებს ძირითადად, ბოლო პერიოდში „ნაციონალური მოძრაობისგან“ ელოდებიან - ადგილობრივ თვითმმართველობებში, ტელევიზიებსა თუ სხვადასხვა სფეროებში, სადაც მათი გავლენა მეტია.

„ამ შემთხვევაშიც, პროვოკაციაზე საუბრისას იგულისხმება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის პროვოცირებული და პრობლემამ თავი იჩინა სწორედ იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდეს სათქმელი - რომ რელიგიური უმცირესობების დაჩაგვრა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგია. ეს უკვე ითქვა კიდეც და თანაც განსაკუთრებული ხაზგასმით საერთაშორისო აუდიტორიასთან. იკვეთება სურათი იმისა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროვოცირება გაუკეთა მოვლენას, რომელიც შეიძლება დაბრალდეს „ქართული ოცნების“ მართვას“ - განუცხადა საყვარელიძემ from.ge-ს.

მისივე თქმით, პროვოკაციის ნიშნები იკვეთება იმის გათვალისწინებითაც, რომ ადრე, რელიგიური ნიშნით დაპირისპირების შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია.

„ასევე, პროვოკაცია ჩანს იმ კულუარული ინფორმაციით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მათ რაღაცეებს ჰპირდება, თუკი მოსახლეობის ნაწილი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს“ - აღნიშნა საყვარელიძემ.

პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ვითარების განსამუხტად მთავრობამ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს, რაც პირველ რიგში პროვოკატორების გამოვლენას, ხოლო შემდეგ, პროცესში ჩათრეულ ფენებთან უშუალო საუბარს გულისხმობს.

„მთავრობამ „ნაციონალური მოძრაობის“ ის ნაწილი, რომელიც ანალოგიურ მოვლენებს გეგმავს და ასრულებს, უნდა გამოავლინოს და გააუვნებელყოს. თუ მისი გაუვნებელყოფა არ მოხდა, ეს სულ ასე იქნება. მეორეს მხრივ, აუცილებელია უშუალო საუბარი იმ ფენებთან, რომელიც ახლა ჩათრეულია ამ პროცესებში და მათთვის იმის ახსნა, რომ ისინი პროვოკაციის მსხვერპლნი არიან, რომ მათ საკუთარი შეხედულებებით უნდა იმოქმედონ და არა პროვოკაციის გზით. თუკი ისინი მართლაც, საკუთარი გადაწყვეტილებებით მოქმედებენ და უკმაყოფილონი არიან, კარგი იქნება თუ დაფიქრდებიან და გაიზიარებენ საქართველოს ხელისუფლების და საზოგადოების უდიდესი ნაწილის ინტერესებს, რომ თანამშრომლობაა საჭირო“ - აღნიშნა საყვარელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ერთმანეთს მართლმადიდებელი და მუსლიმანი მოქალაქეები დაუპირისპირდნენ. ქრისტიანი მოსახლეობის ნაწილი მუსლიმთა საერთო პარასკევის ლოცვის შეწყვეტასა და მეჩეთზე უარის თქმას მოითხოვს. მუსლიმებს კი ლოცვის გამართვა სურთ, თუმცა თავს დაცულად ვერ გრძნობენ, რის გამოც მათ შორის ვითარება დაძაბულია.

მუსლიმან და ქრისტიან მოსახლეობას გუშინ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საგანგებო განცხადებით მიმართა და პროვოკაციების აყოლისგან თავის